მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 20:00-დან 20:28 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მოერიდეთ ფარულად მოქმედებას და საიდუმლო სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან ნებისმიერი დაფარული გამჟღავნდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.
ჯანმრთელობა – აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, იისფერი, ფირუზისფერი, მწვანე და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, შავი გაგატი, მარჯანი და ლალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს და მშვილდოსანს.