მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 17:16-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ პარტნიორის ზედმეტად კრიტიკას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, საჩუქრების და ლატარიის ბილეთების შეძენისთვის, ახალი საქმის დაწყებისა და ახალი სამსახურის მოძიებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლას და სესხის აღებას, მცენარეების დარგვა და გადარგვა.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა თმის შეჭრისთვის, თვალების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, სერდოლიკი და ქარვა გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.