LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2852
მიხეილ ცაგარელი

გეომაგნიტური დღეა, რაც განსაკუთრებით მოქმედებს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემაზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი პრეპარატი.

ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ვითარდება – მზე ტოვებს მორიელის ზოდიაქოს ნიშანს და ერთი თვით გადაინაცვლებს მშვილდოსნის ნიშანში. ეს ცვლილება ადამიანებში განავითარებს აქტიურობას, კომუნიკაბელურობას, გონებამახვილობას, უშიშარ მებრძოლ სულისკვეთებას, ორგანიზატორულ და ლიდერულ უნარებს, შინაგან ოპტიმიზმსა და მოგზაურობისადმი მეტ ინტერესს. ამასთანავე, შესაძლებელია გამოვლინდეს სულსწრაფობა, სარკასტულობა და გადაჭარბებული აზარტი.

დღის რეკომენდაცია – არ მოდუნდეთ და აკონტროლეთ სიტუაციის განვითარება. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ მჭრელ საგნებთან ურთიერთობისას. ზედმეტმა ამბიციებმა შესაძლოა გარკვეული კონფლიქტებიც გამოიწვიოს როგორც სახლში, ისე სამსახურში.

პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში მოსალოდნელია მცირე იმედგაცრუება ან გაუგებრობა. ეცადეთ, ემოციები და სიტყვები აკონტროლოთ

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, თუმცა ბიზნესსაქმიანობაში გარკვეული შეფერხებები მოსალოდნელია. დადებითი ტენდენციებია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტისა და დიპლომატიური ურთიერთობებისთვის, მათ შორის საელჩო დონეზეც. დღე კარგია ექსკურსიებისთვის და იურიდიული საკითხების მოგვარებისთვის.

ჯანმრთელობა – ეფექტურია ფილტვების, ბრონქების და ხელების მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და მენჯ-ბარძაყის ძვალი. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციები ან სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები და მასაჟი.

დღის მინერალები და ფერები – ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, იაგუნდი და ქარვა იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან კი წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი და ლურჯი ტონები გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება სასწორისა და მშვილდოსნის ნიშნებზე. შედარებით ნეგატიური იქნება კუროსა და კირჩხიბის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ჯანმრთელობისა და ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები