დღე კვლავ გეომაგნიტურია – გუშინდელი ახალმთვარეობის ზეგავლენა არ დასრულებულა და ამ ენერგეტიკულმა ტალღამ დღესაც შეინარჩუნა თავისი გავლენა. შედეგად, მოსალოდნელია გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გადაღლა, თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. რეკომენდებულია წნევის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტის მიღება. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რადგან კვირის განმავლობაში ზედიზედ ოთხი დღე – ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი, გეომაგნიტური ტალღებითაა დატვირთული.
ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა – პლანეტა ნეპტუნი, რომელიც მმართველია ინტუიციის, ფანტაზიისა და რწმენის, ბრუნდება თევზების ზოდიაქოში. ამ გავლენის შედეგად ადამიანებში ძლიერდება შინაგანი რწმენა, ინტუიცია და სულიერ-რელიგიური მიდრეკილებები. ნეპტუნის ენერგია გააძლიერებს შემოქმედებით უნარებს, წარმოსახვას, ემპათიასა და ქველმოქმედების სურვილს. ამასთან ერთად, შესაძლოა გაძლიერდეს ილუზიებისკენ, ტყუილისკენ ან წარსულზე ზედმეტი ფიქრისკენ მიდრეკილებაც, ამიტომ მნიშვნელოვანია რეალობის ზღვარის დაცვა.
დღის რეკომენდაცია – დღეს მოერიდეთ სარისკო ნაბიჯებს, პროვოკაციებსა და სარკასტულ გამოთქმებს. უმჯობესია, ახალი გეგმები დროებით საიდუმლოდ შეინახოთ.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია თვითშემეცნებისთვის, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის, ასევე ავტომობილის ყიდვა-გაყიდვისა და თმის შეჭრისთვის. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება, პარტნიორული შეთანხმებების გაფორმება, სესხის აღება ან სამუშაო ადგილში ცვლილებების შეტანა. მოერიდეთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ახალი თანამშრომლის მიღებასა და ფიზიკურ გადატვირთვას. ასევე არასასურველია სხივური თერაპიის ჩატარება.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან წარმატებასა და ენერგეტიკულ ბალანსს მოიზიდავს ოპალი, თოფაზი, ლალი და ონიქსი, ხოლო ფერებიდან სასურველია წითელი, შავი, ლურჯი, მწვანე და ცისფერი ტონები
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება კუროს, თხის რქისა და თევზების ნიშანზე, ხოლო შედარებით რთული იქნება ვერძის, ტყუპების, ლომისა და სასწორის ნიშანთათვის.