LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2687
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:15-დან 14:26 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მზის ერთი თვით სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლით ერთის მხრივ, დიპლომატიის, დათმობისა და კომპრომისების მოძიების უნარი, სამართლიანობა, კომუნიკაბელურობა და გონებამახვილობა, მეორეს მხრივ, სულსწრაფობა, შინაგანი გაორება და მერყეობა, უყაირათობა და უნებისყოფობა გაძლიერდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ახალი კონტაქტების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, სარისკო მოქმედებები და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ფილტვებს, ბრონქებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი, თიხისფერი და ყავისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, აკვამარინი და გიაცინტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები