LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2654
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია: გეომაგნიტური ენერგიები დღეს დამატებით დატვირთვას უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რამაც შესაძლოა თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის ცვლილებები და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები გამოიწვიოს. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წამლების პროფილაქტიკას და ზომიერი ფიზიკური თუ ემოციური დატვირთვის დაცვას, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ გეომაგნიტური ზემოქმედების ნეგატიური შედეგები.

დღეს განსაკუთრებული, გარკვეულწილად საკრალური დღეა – 22 სექტემბერს აღინიშნება შემოდგომის დღე-ღამის თანასწორობა. ამიტომ ილოცეთ, დალოცეთ ყველა, აპატიეთ, უსურვეთ სიკეთე, ჩაუთქვით სურვილები და იოცნებეთ. ეს კარგი შესაძლებლობაა სულიერი განახლებისთვის.

დღეიდან მზე ერთთვიან პერიოდზე გადაინაცვლებს სასწორის ზოდიაქოში. ამ ზეგავლენით მეტად განვითარდება ისეთი თვისებები, როგორიცაა დიპლომატიურობა, მშვიდობიანობა, კომპრომისების უნარი, სამართლიანობა, შემოქმედებითი ნიჭი, გონებამახვილობა, სილამაზის ენერგიებისადმი მიდრეკილება და მისი აღქმის განსაკუთრებული უნარი. თუმცა, ამავდროულად, შესაძლოა გაძლიერდეს სასწორის უარყოფითი მხარეებიც – სუსლსწრაფობა, ფულთან უყაირათო დამოკიდებულება, შინაგანი მერყეობა, სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევა და ზედაპირულობა.

აუცილებელია, რომ უახლოეს ერთ თვეში მაქსიმალურად აკონტროლოთ ეს ტენდენციები. რადგან დღევანდელი დღე საკრალურია და იხსნება კოსმიური პორტალი, რომელიც უზარმაზარ ენერგიას მოაქვს, დალოცეთ, ილოცეთ და სურვილები ჩაუთქვით პოზიტიურ განწყობაზე მყოფებმა.

დღის რეკომენდაციები – კარგი პერიოდია კონტაქტებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, მოლაპარაკებების წამოწყებისა და იმ საქმისთვის, რომელიც უკვე რამდენჯერმე გადაიდო. გუშინდელი მზის დაბნელების შემდეგ დღეს არ აჰყვეთ პროვოკაციებს, თუმცა მათი ალბათობა მაინც მაღალია.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე კარგია შემოქმედებითი მუშაობისთვის, მეგობრული კონტაქტებისთვის, კულტურული გასართობი ღონისძიებებისთვის და საიუბილეო საღამოებისთვის. არ არის დღეს სასურველი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ამიტომ მსგავს ფინანსურ ოპერაციებს მოერიდეთ.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა (მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი), თირკმლები და კანი. მოერიდეთ ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღებასა და მარილიან საკვებს.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასარგებლოა ნეფრიტი, ლაზურიტი, გიშერი და ტოპაზი. მათი გამოყენება მეტად მოიზიდავს სასიკეთო კოსმიურ ენერგიასა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან – ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი და ნაცრისფერი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიურია დღე: ვერძისთვის, ლომისთვის, სასწორისთვის და მერწყულისთვის. შედარებით დაძაბულია: კირჩხიბისა და თხის რქისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები