LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

517
მიხეილ ცაგარელი

საკმაოდ რთული დღეა, რადგან მარსის და პლუტონის ენერგიების შერწყმის ფონზე გაძლიერდება აგრესია და გაღიზიანება, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.

აუცილებლად შეათანხმეთ საკუთარი გადაწყვეტილება პარტნიორებთან, რადგან დამოუკიდებლად მოქმედებით მხოლოდ შეცდომებს დაუშვებთ.

ეცადეთ გაერკვეთ საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებში, რათა შეძლოთ წინსვლა და შემდგომი განვითარება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ახალი სამსახურის მოძიებისა და ახალი საქმის დასაწყებად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ხელშეკრულებების და ფინანსური გარიგებების გაფორმებას.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ სიმძიმის აწევას, ფიზიკურ და ემოციურ გადატვირთვას. კარგი დღეა თვალების სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზით, ხორცით და ბოსტნეულით, თხილით, თაფლით და ზეთის ხილით. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები