LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

2380
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 15:46-დან 00:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს ზედმეტი ეგოიზმის, აგრესიის და გაღიზიანების გამოვლენა, რადგან გარშემომყოფებისგანაც ანალოგიურ პასუხს მიიღებთ.

* პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და მოთმინება, არ ღირს წვრილმანებზე დავა და უმიზეზო პრეტენზიების წაყენება.

* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების წარდგენისთვის, ტურისტული ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისთვის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საყოფაცხოვრებო ნივთებისა და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება.

* ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან, თუმცა კარგი დღეა კანის, თირკმელების და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელის, მჟავე, მარილიანი საკვების და ტკბილეულის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, კბილებს და გრძნობის ორგანოებს.

* დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, ბრილიანტი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

* ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები