დღე ახალი მთვარის პერიოდს ემთხვევა და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ახალმთვარეობა გეომაგნიტურ დღესთან თანხვედრაშია, რაც ნეგატიურად აისახება როგორც ადამიანების გუნება-განწყობაზე, ისე ურთიერთობებზე. ემოციური ფონიც მერყევია და მაღალია შეცდომებისა და გაუგებრობების ალბათობა.
ახალმთვარეობა ხდება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში – მზისა და მთვარის შეერთება ამ ნიშანში იწვევს ენერგეტიკულ დაძაბულობას. ეს კოსმიური დაპირისპირება შესაძლოა გამოიხატოს კონფლიქტებით, მოულოდნელი ცდუნებებით, დეპრესიული განწყობით და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას დაშვებული შეცდომებით.
გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი, რომელიც გაგრძელდება ღამის 01:00 საათიდან დილის 09:25-მდე. ამ მონაკვეთში მთვარის ენერგია ამცირებს ყურადღების კონცენტრაციას, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს.
დღეიდან მზე ერთი თვით გადადის ქალწულის ნიშანში, რაც წაახალისებს ორგანიზებულობას, პრაგმატულობას, შრომისმოყვარეობას, დისციპლინასა და სისუფთავისადმი მიდრეკილებას. ამასთანავე, გამოიკვეთება ქალწულის ნაკლოვანებები: კრიტიკულობა, პირდაპირობა, წვრილმანებისადმი ზედმეტი დაკვირვება და სიჯიუტე.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღეს არ არის რეკომენდებული ახალი საქმის დაწყება – შეგიძლიათ დაგეგმოთ, მაგრამ არ დაიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მოერიდეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, პროვოკაციებს, სასიყვარულო ინიციატივებსა და ქორწინებას.
არასასურველია ახალი ნაცნობობებისა და მეგობრული კავშირების გაღრმავება.
დღეს თავი შეიკავეთ ფინანსური ოპერაციებისგან – სესხება, გასესხება, ყიდვა-გაყიდვა.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით დღე სუსტად მოქმედებს ნაწლავთა სისტემასა და ელენთაზე. მოერიდეთ გადაჭარბებულ ფიზიკურ დატვირთვას და კვების რეჟიმის დარღვევას.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასურველია გამოიყენოთ ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი და გიშერი – ისინი მოიზიდავენ დადებით ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.
ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ყავისფერს, ვერცხლისფერს, ბეჟ, ყვითელ და მწვანე ტონალობებს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია თხის რქისა და თევზებისთვის.
შედარებით დაძაბულია ვერძისა და ტყუპებისთვის.