გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თანაგრძნობა ოჯახის წევრების მიმართ.
მოიცილეთ თავიდან უსარგებლო ნივთები, განთავისუფლდით არაფრისმომცემი ურთიერთობებისგან.
არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება, რადგან მაინც ვერ მიიღებთ იმ შედეგს, რომელსაც ელოდით.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტი პრეტენზიებით პარტნიორის გაღიზიანება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ავტომობილის ყიდვა და გაყიდვა,
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მიღებისა და სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისთვის. მოერიდეთ ზედმეტი სითხის, ალერგიული და მარილიანი საკვების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ჟადეიტი, ციტრინი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ნაკლებად ვერძისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს და ქალწულს.