LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3581
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება თხის რქის მეტად ორგანიზებულ, ფრიად სერიოზულ, შრომისუნარიან, ნებისყოფიან და მომთმენ ნიშანში, ხოლო მთვარე – თავისუფლებისმოყვარე, ფრიად მეგობრულ და რეფორმატორული სულისკვეთების მქონე მერწყულში. ეს ტენდენციები დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში უფრო მკვეთრად გამოვლინდება.

დღის რეკომენდაცია – ეცადეთ დღეს უფრო თავისუფალი გრაფიკით იცხოვროთ. უკონტროლო ემოციებმა შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ აკონტროლეთ საკუთარი განცდები, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები.

დეპრესიული განწყობები დღეს და ხვალ განსაკუთრებით შეიძლება შეაწუხოს კუროს, ლომის და თხის რქის ნიშნების წარმომადგენლებს. მნიშვნელოვანია საკმარისად გამოიძინოთ, ყურადღება მიაქციოთ ნერვულ სისტემას და მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სულიერი წონასწორობა. მეგობრულ ურთიერთობებში დღეს საიდუმლო არ შეინახება და შესაძლოა შემდგომ თქვენს საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული.

პარტნიორული ურთიერთობები – აკონტროლეთ სიტყვები და ემოციები. ზედმეტად ნუ ილაპარაკებთ, ნუ იფანტაზიორობთ და ნუ აყვებით ილუზიებს. დაეყრდენით მხოლოდ რეალურ ფაქტებს.

ჯანმრთელობა – სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, ვენები და ფეხის კუნთების ზონა. აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საკვებ რაციონში მეტი ადგილი დაუთმეთ თევზეულს, ციტრუსებსა და ბოსტნეულს. ფეხზე დიდხანს დგომას მოერიდეთ – სჯობს იაროთ, ვიდრე დიდხანს იდგეთ.

დღის პოზიტიური ტენდენციები – დღე კარგია პროგრამული სისტემების ათვისებისთვის, ინტერიერის განახლებისა და რემონტისთვის, ვაჭრობისთვის, ნოვატორული და რეფორმატორული საქმიანობისთვის, დიეტის დაწყებისთვის და სახლის მშენებლობისთვის.

დღის მინერალები და ფერები – დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ციტრინი და ლაბრადორი. ფერებიდან სასიკეთოა ვერცხლისფერი, ცისფერი, ყვითელი, ნეონისფერი, წითელი და ვარდისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ვერძის, ტყუპების, სასწორისა და მშვილდოსნის ნიშნებზე. შედარებით დაძაბული იქნება კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები