დღე გეომაგნიტურია. დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულსისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი: თავის ტკივილის, უგუნებობის, წნევასთან დაკავშირებული პრობლემების და ა.შ.
დღეს, რთულ საკითხებთან დაკავშირებით მოერიდეთ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – რთული დღეა ახალი საქმეების დაწყებისთვის, საქმიანი თანამშრომლობისთვის, სამსახურში ახალი თანამშრომლების აყვანისთვის, მგზავრობისთვის, ბინის შეცვლისთვის, სადაზღვევო ორგანიზაციებთან კონტაქტისთვის. არ არის სასურველი ნოტარიული საბუთების გაფორმება. მოერიდეთ რენტგენს და სხივურ თერაპიას.
დღე პოზიტიურია გამოძიებისთვის, რემონტისთვის, თვითშემეცნებისთვის, გეგმების დასახვისთვის, მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის, ცხოველების და ანტიკვარიატის შეძენისთვის, მასაჟისთვის, არომათერაპიისთვის, კოსმეტიკური პროცედურებისთვის, სამეცნიერო კვლევებისთვის, თმის შეჭრისთვის.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარდსასქესო, რეპროდუქციული სისტემა, ცხვირის ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებით, განსაკუთრებული აუცილებლობების გარდა, სასურველი არ არის. დღეს დიდია ვენერიული დაავადებების წარმოქმნის ტენდენცია.
სიზმრები – დღევანდელი სიზმრები შემდგომ ახდება.
ფერები და მინერალები- მინერალებიდან გამოიყენეთ ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ზურმუხტი, მარგალიტი. ისინი მეტად მოიზიდავენ დადებით კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შანსებს.
ფერებიდან გამოიყენეთ: წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი. ისინი მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, ნეგატიურია ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია.