LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

703
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 13:59-დან 17:25 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ ფორიაქს და ზედმეტ ლაპარაკს, მოუსმინეთ გამოცდილ ადამიანებს და გაითვალისწინეთ მათი რჩევები.

არ ღირს მეგობრებისთვის საიდუმლოს განდობა, რადგან სწორედ ისინი გიღალატებენ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ბინის შეცვლისა და სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ თვალების გადაღლას და ფეხზე დიდხანს დგომას, უმჯობესია იაროთ, ვიდრე იდგეთ ერთ ადგილას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გხდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები