LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1552
მიხეილ ცაგარელი

მზე ამ ეტაპზე იმყოფება ცეცხლოვან, ენერგიულ და ორგანიზატორული უნარებით გამორჩეულ ლომის ზოდიაქოში, ხოლო მთვარე – ინტუიციური, ემოციური და მგრძნობიარე კირჩხიბში. ეს ასტროლოგიური განლაგება განსაკუთრებით გამახვილებს ყურადღებას შინაგან განწყობასა და ემოციურ რეაქციებზე. სასურველია საკუთარი აზრებისა და გრძნობების კონტროლი, ოპტიმისტურად განწყობა და წვრილმან გაუგებრობებზე ყურადღების არ გამახვილება.

დღეს აქტიურდება მოტყუების რისკი, იდუმალი მოვლენების, ფარული პროცესებისა და გაუცნობიერებელი გავლენების დღეა. შესაძლებელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში მოიმატებს გულახდილობა და ემოციური სიახლოვე. ეს დროა, როცა სულიერი ერთიანობა შეიძლება განმტკიცდეს. თუმცა, არ არის რეკომენდებული სერიოზული შეთანხმებების დადება, დაპირებების გაცემა ან ახალი ურთიერთობების წამოწყება.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – პოზიტიური დღეა ვაჭრობისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კულინარიისა და ფოტოგრაფიისთვის, ასევე საოჯახო და სანათესავო ურთიერთობების გასაძლიერებლად.

არასასურველია ქორწინების დაგეგმვა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სახლის მშენებლობის დაწყება, სესხის აღება ან მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმება – იზრდება ფინანსური შეცდომების დაშვების რისკი, ამიტომ ყველაფერი გადაამოწმეთ.

ჯანმრთელობა – დღე დადებითად აისახება სახსრების, მუხლებისა და ძვლოვანი სისტემის მკურნალობაზე. კვების რაციონში უპირატესობა მიანიჭეთ მოთუშულ ბოსტნეულს, ხილსა და ზღვის პროდუქტებს. სუსტდება კუჭი, მკერდი და ნაღვლის ბუშტი – მოერიდეთ გადატვირთვასა და არაჯანსაღ საკვებს.

დღის ფერები და მინერალები – კოსმოსური ენერგიების მოსაზიდად რეკომენდებულია ზურმუხტის, მარგალიტის, ოპალისა და აქატის ტარება. ფერებიდან სასიკეთოდ იმოქმედებს თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი და ცისფერი.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად მოქმედებს თხის რქასა და თევზებზე. შედარებით დაძაბულია ვერძის, ტყუპების, ლომისა და სასწორის ნიშნებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები