დღეს მზე იმყოფება ემოციურ, მგრძნობიარე, რომანტიკულ და ინტუიციურ კირჩხიბის ზოდიაქოში, ხოლო მთვარე გადის მეტად ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოძრავ ტყუპებზე. ეს პლანეტური კომბინაცია ერთი მხრივ გააძლიერებს სენტიმენტალურობას, მომატებულ ყურადღებას შინაგანი სამყაროსა და ახლობლების მიმართ, მეორე მხრივ კი გამოიწვევს ინფორმაციულ გადატვირთვას, მოუსვენრობას და სურვილს — საკუთარ იდეებს ზედმეტად გადავეჯაჭვოთ.
დღე ზოგადად ემოციურად არასტაბილურია და მოითხოვს სიფრთხილეს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ დონეზე. მოსალოდნელია მცდარი წარმოდგენების ჩამოყალიბება, გადაჭარბებული ემოციები და სიჯიუტის მატება.
პარტნიორული ურთიერთობები – სიფრთხილე და ემოციური დისტანცია მნიშვნელოვანია პირად ურთიერთობებში. განსაკუთრებით თავიდან აიცილეთ ზედმეტი მზრუნველობის გამოხატვა – რაც შესაძლოა თავდაპირველად დადებითად აღიქმებოდეს, მაგრამ საბოლოოდ გარკვეულ გაღიზიანებას გამოიწვიოს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე ხელსაყრელია პიარისთვის, ტექნიკის შეძენისთვის, საბანკო ოპერაციების განხორციელებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის. ხელსაყრელი პერიოდია ინფორმაციის დამუშავებისა და ლოგიკური ანალიზისთვის, თუმცა საიდუმლოებები შეინახეთ საკუთარ თავთან, დღეს ისინი არ არის გასაზიარებელი.
არ არის რეკომენდებული ახალი საქმის დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ქორწინება ან ახალი თანამშრომლის აყვანა. ასევე მოერიდეთ რემონტის დაწყებას, თმის შეჭრას ან შეღებვას და სიმძიმეების აწევას.
მაღალია ინტრიგების, ჭორების, სიცრუისა და მოტყუების ალბათობა. ეცადეთ არ ენდოთ ყველას, მით უმეტეს, ნუ მიენდობით სხვების დაპირებებს.
ჯანმრთელობა – დღეს ორგანიზმში სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები. ამ ორგანოებთან დაკავშირებული ჩარევები ან ოპერაციები გადადეთ, თუ ამის გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს. მიზანშეწონილია თავი შეიკავოთ უჰაერო სივრცეებში ხანგრძლივად ყოფნისგან, აგრეთვე ინფორმაციული გადატვირთვისგან. მოერიდეთ ხორციან საკვებსა და გადამეტებულ ემოციურ სტრესს. ჯანმრთელობის კუთხით შედეგიანია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და საზარდულის მკურნალობა.
დღის ფერები და მინერალები – დღის პოზიტიური ფერებია ნაცრისფერი, ოქროსფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი და კრემისფერი. მინერალებიდან კი დადებით ზეგავლენას ახდენენ ტოპაზი, გიაცინტი, ლაბრადორიტი და ქრიზოლითი – ისინი დაგეხმარებიან კოსმოსური ენერგიის სწორად დაბალანსებაში.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე იღბლიანია ვერძისა და სასწორისთვის. შედარებით სიფრთხილეა საჭირო კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნების წარმომადგენლებისთვის —დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია.