აკონტროლეთ ემოციები, სულსწრაფობა და იმპულსურობა.
იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით.
არ გადადოთ ხვალისთვის ის საქმე, რომლის გაკეთება დღესაც შეგიძლიათ.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ ეგოიზმის გავლენას და პარტნიორთან წვრილმანებზე კამათს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, მსხვილი საყიდლები და კაპიტალის დაბანდება.
ჯანმრთელობა – გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და ქარვა გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და ლომისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.