LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 მისის ასტროლოგიური პროგნოზი

3530
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:29-დან 12:26 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის დაპირისპირებით ტყუპები-მშვილდოსნის ზოდიაქალურ ღერძზე მოიმატებს აგრესია და დეპრესია, ბრაზი და გაღიზიანება, ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა. აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ პროვოკაციებს და კონფლიქტურ სიტუაციებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ხელშეკრულებების და ფინანსური გარიგებების გაფორმება, ვაჭრობა და კომერცია, ფულის სესხება და ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელის და ხორციანი კერძების მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, იისფერი დ ფირუზისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, გიშერი და ნეფრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები