LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1165
მიხეილ ცაგარელი

არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.

მეტი დრო დაუთმეთ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ხარბ და ჯინიან ადამიანებთან ურთიერთობისას.

არ ღირს მომატებული სექსუალური ენერგიის აგრესიაში გარდაქმნა.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს წვრილმანებს ჩაძიება და ეჭვიანობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, ტესტირება და გამოცდების ჩაბარება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ახალი საქმის დაწყება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად, თვალების, ღვიძლის, ლიმფური და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი თაფლით, ხილით, ბოსტნეულით, თევზით და ფრინველის ხორცით. გააკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები