LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1978
მიხეილ ცაგარელი

დღე კვლავ გეომაგნიტურია – უკვე ზედიზედ მეოთხე დღეა, რაც გეომაგნიტური ტალღები ზემოქმედებს ადამიანთა ჯანმრთელობაზე. ასეთ დღეებში სუსტდება გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემა, მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. აუცილებელია წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში წამლის პროფილაქტიკის გამოყენება.

ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა დგება – მზე ტოვებს სასწორის ზოდიაქოს ნიშანს, სადაც იგი ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა, და დღეიდან ერთი თვით გადაინაცვლებს მორიელის ზოდიაქოში. ამ ზეგავლენის შედეგად ადამიანებში იჩენს თავს მორიელის როგორც ძლიერი, ასევე რთული თვისებები. პოზიტიური მხარეებიდან განსაკუთრებით გამოიკვეთება ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, ნებისყოფა, ინტუიცია, მებრძოლი სული და შრომისუნარიანობა. თუმცა ამავდროულად შესაძლებელია გაძლიერდეს ეჭვიანობა, წყენა, სიჯიუტე, სარკასტულობა, ზედმეტი პირდაპირობა და შურისგებისკენ მიდრეკილება – რისგანაც საჭიროა თავის შეკავება, რათა ეს ემოციები კონფლიქტებისა და დაძაბულობის მიზეზად არ იქცეს.

დღის რეკომენდაციები – დღე ხელსაყრელია თვითშემეცნებისთვის, შინაგანი წონასწორობის აღსადგენად და საკუთარი შესაძლებლობების გააზრებისთვის. პარტნიორულ ურთიერთობებში მოსალოდნელია ჰარმონიისა და ურთიერთგაგების აღდგენის მცდელობა.

ჯანმრთელობა – შედეგიანია კბილების, ყელ-ყურ-ცხვირისა და ენდოკრინული სისტემის მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა. ამიტომ ამ ორგანოებთან დაკავშირებული ქირურგიული ჩარევა მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაშია რეკომენდებული.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე წარმატებულია საკუთარი კომპეტენციის გამოვლენისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის, ავტომობილის ყიდვა-გაყიდვისა და რემონტის სამუშაოებისთვის. ხელსაყრელია გეგმების შედგენა და პრაქტიკული საქმეების განხორციელება. სასურველია ფიზიკური აქტივობა, თუმცა მოერიდეთ რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს, ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღებასა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლას – დღევანდელი ენერგეტიკული ფონით ეს ნაბიჯები სასურველი არ არის.

დღის მინერალები და ფერები – გამოიყენეთ ოპალი, თოფაზი, ზურმუხტი და მარჯანი – ისინი მოიზიდავენ თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებსა და იღბლიან შესაძლებლობებს. ფერებიდან კი წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი ტონები გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელის ნიშანზე, ხოლო შედარებით რთული იქნება მშვილდოსნებისა და მერწყულებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები