LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1892
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე დიპლომატური და  მშვიდობისმოყვარე სასწორის, მთვარე კი, ნევროზული და მოუსვენარი ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

სიყვარულის, სილამაზის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 17 ოქტომბრამდე მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლით ერთის მხრივ, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა, მეორეს მხრივ, სარკაზმი, ეჭვიანობა და უკომპრომისობა გაძლიერდება.

მიაქციეთ ყურადღება მიღებულ ინფორმაციას, რადგან არაა გამორიცხული სწორედ დღეს გაგებულმა ამბავმა განსაზღვროს თქვენი მომავალი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის მოძიებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, კომპიუტერული ტექნიკისა და საკომუნიკაციო აპარატურის შესაძენისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, გარიგებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ახალი სამსახურის მოძიება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ლაბრადორი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები