დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება საღამოს 20:00 საათზე და გაგრძელდება 01:00 საათამდე. ამ ინტერვალში ადვილად სუსტდება ყურადღება, რაც ტრავმებისა და გაუფრთხილებლობის მიზეზი შეიძლება გახდეს. სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეთათვის.
დღეიდან 4 დეკემბრამდე საქმიანობის მმართველი პლანეტა მარსი მორიელის ზოდიაქოში გადავა. მისი გავლენა გააძლიერებს ადამიანთა ხასიათში ვნებას, საქმიან ორგანიზებულობას, პრაგმატულობას, დისციპლინას, უშიშარ მებრძოლ სულისკვეთებას, ინტუიციას და ლიდერული თვისებების გამოვლენის შესაძლებლობას. თუმცა, ამავდროულად, გამოავლენს წყენას, ეჭვიანობას, მკაცრ გამოთქმებს, ურთიერთობებში პირდაპირობას, აგრესიას, სამაგიეროს გადახდის სურვილს და სიჯიუტეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს უარყოფითი თვისებები კონტროლქვეშ მოაქციოთ, ხოლო დადებითი მაქსიმალურად გამოიყენოთ.
დღის რეკომენდაციები – ეცადეთ ახალი გეგმები საიდუმლოდ შეინახოთ, რადგან მაღალია თაღლითური ქმედებებისა და მოტყუების ალბათობა. პატივი ეცით პარტნიორის პირად სივრცეს. დღე ხელსაყრელია ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, კოსმეტიკის, ხელოვნების ნიმუშების, ავეჯისა და მუსიკალური აპარატურის შესაძენად. ასევე კარგია ქორწინებისთვის, მეგობრული კონტაქტებისა და კულტურული გასართობი ღონისძიებებისთვის.
ჯანმრთელობა – დღეს შედეგიანია ყბებისა და გრძნობათა ორგანოების მკურნალობა. მოერიდეთ ზედმეტ მარილსა და სითხეს. საკვებ რაციონში შეიტანეთ მეტი ხილი და ბოსტნეული, ხოლო თხილს, თაფლსა და ალერგიის გამომწვევ სხვა პროდუქტებს თავი აარიდეთ.სასურველი დღეა მკურნალობის დასაწყებად. სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები და კანი. ამიტომ, ოპერაციები ამ ორგანოებზე დღეს არასასურველია, გადაუდებელი შემთხვევების გარდა.
დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან სასურველია ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ტოპაზი – მათი ენერგიები ხელს უწყობს სასიკეთო კოსმიურ ენერგიებთან ჰარმონიას. ფერებიდან ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე და ნაცრისფერი გააძლიერებს თქვენს მიზანდასახულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ტყუპებისა და მშვილდოსნებისთვის, შედარებით დაძაბულია კუროს, ქალწულის, მორიელისა და თევზებისთვის.