LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

829
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:00-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 10 მარტამდე თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ემოციურობას, მგრძნობიარობას და ინტუიციას, მეორეს მხრივ, ილუზიებს, ზღვარგადასულ ფანტაზიებსა და ტყუილებისადმი მიდრეკილებას გააძლიერებს.

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება გარშემომყოფების მიმართ, რადგან სწორედ დღეს გამოვლინდება მათი რეალური სახე და ზრახვები.

არ ღირს წარსულის გადაუჭრელ პრობლემებზე ფიქრი და დროის ფუჭად დაკარგვა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად.  ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ხელშეკრულებების და ფინანსური გარიგებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. პოზიტიური დღეა თმის შეჭრისა და მოსავლელად, თვალებისა და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ სიმძიმის აწევისგან, ფიზიკური და ემოციური გადატვირთვისგან. გაამდიდრეთ კვების რაციონი ყველით და ნაღების კარაქით. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები