LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1207
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აკურატული და ორგანიზებული ქალწულის, მთვარე კი, ერთგული და სტაბილური კუროს ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

მოერიდეთ აგრესიის, ნეგატიური ემოციების გამოვლენას და ყვირილს.

განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.

* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავეჯის შეკეთებისა და რესტავრაციისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისა და ინტერიერის შეცვლისთვის.

* ჯანმრთელობა – მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას, არ ღირს ზედმეტად თვალების გადაღლა. კარგი დღეა თმის და სახის კანის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო თევზით, ხორცით და რძის პროდუქტით. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და გაზიანი სასმელის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ფარისებრ ჯირკვალს.

* დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, თიხისფერი და კრემისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

* სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.

* ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები