LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

4352
მიხეილ ცაგარელი

დღეს მზე და მთვარე ერთდროულად იმყოფებიან ქალწულის ზოდიაქოში, რომელიც ცნობილია სისუფთავისა და წესრიგისადმი მიდრეკილებით, ორგანიზებულობით, დისციპლინით, შეუპოვრობით, მოთმინებით, მიზანსწრაფვით, პრაგმატულობითა და შრომისუნარიანობით. აღნიშნული თვისებები დღის განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდება და თითოეულ ჩვენგანში უფრო მკაფიოდ გამოვლინდება.

დღის რეკომენდაციები – სასურველია მზადყოფნა მოულოდნელი ცვლილებების მიმართ – იმოქმედეთ სწრაფად და მიზანმიმართულად. ახალი გეგმები შეინახეთ საიდუმლოდ, რათა თავიდან აიცილოთ ჩარევა და გაუთვალისწინებელი დაბრკოლებები.

მოერიდეთ უარყოფით ემოციებსა და წუწუნს – სიმშვიდე და მოთმინება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პარტნიორული ურთიერთობები – დღე რთულია სიყვარულისა და ქორწინებისათვის, ასევე მეგობრული ურთიერთობებისა და ახალი ნაცნობობის დამყარებისთვის. მოერიდეთ ემოციურ აფეთქებებსა და კონფლიქტებს, განსაკუთრებით თუ დაბადებული ხართ ლომისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებში – ამ ნიშნებისთვის დღე განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი და ელენთა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის დაცვა გადაღლისა და ზედმეტი სტრესისგან. ეფექტურია ტერფების, თვალებისა და ნერვული სისტემის მკურნალობა.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია სწავლისა და სულიერი განვითარებისათვის, სადავო საკითხების მოგვარებისა და საქმიანი მიმოწერისთვის. წარმატებულია ვაჭრობა, დიეტის დაწყება და ნიადაგის დამუშავება. არ არის რეკომენდებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და სარისკო მოქმედებები.

დღის მინერალები და ფერები – დღეს სასურველია აქატის, მალაქიტის, ყვითელი და მწვანე იასპის ტარება – ისინი გააძლიერებენ მიზიდულობასა და შარმს. ფერებიდან დადებითად იმოქმედებს ნაცრისფერი, ბეჟი, მწვანე და ნარინჯისფერი.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია კუროსა და კირჩხიბისთვის. შედარებით დაძაბულია ლომისა და სასწორისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები