დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილები, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებების გამოვლენა. სიცოცხლისა და ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა დღეიდან გადაინაცვლებს თხის რქას ზოდიაქოს ნიშანში და ამ ზეგავლენის შედეგად, 13 იანვრამდე, პარტნიორულ-სასიყვარულო ურთიერთობებში მეტად შემოიტანს პასუხისმგებლობას, ორგანიზებულობას, შეუპოვრობას, მოთმინებას, პრაგმატულად აზროვნების უნარს, თანადგომასა და რეალიზმის გრძნობას.
ამავდროულად, განავითარებს თხის რქისთვის დამახასიათებელ ნეგატიურ თვისებებსაც – სიჯიუტეს, პირდაპირობასა და სიხისტეს ურთიერთობებში.
დადებითი თვისებები მაქსიმალურად გამოავლინეთ, ხოლო უარყოფითს, როგორც პოტენციურ კონფლიქტურ ფაქტორს, მაქსიმალური კონტროლი დაუწესეთ.
აღსანიშნავია, რომ მშენებლობა, აგრობიზნესი, ექსპერტიზა, სარესტავრაციო სფერო და ინჟინერია მიიღებენ დამატებით ფინანსურ ინვესტიციებს, რაც გაგრძელდება დაახლოებით 18 თებერვლამდე. აღნიშნული პროფესიული მიმართულებები ამ პერიოდში მეტად განვითარდება.
პარტნიორული ურთიერთობები – დღეს ადამიანებში შესაძლოა მოიმატოს დაბნეულობამ და კომუნიკაციის სირთულეებმა. პარტნიორულ ურთიერთობებში გამახვილდება გაღიზიანებადობა, ქცევითი შეუსაბამობა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების სურვილი.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, ვენების ზონა და ფეხის კუნთები. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ ცხარე და მარილიან საკვებს.
დღის მინერალები და ფერები – აქვამარინი, საფირონი, ცირკონი, ციტრინი, თოფაზი და ლაბრადორი იზიდავენ დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასიკეთოა ნეონისფერი, ცისფერი, ყვითელი და წითელი ტონები – ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ლომისა და სასწორის წარმომადგენლებზე. შედარებით დაძაბული იქნება თხის რქისა და თევზების ნიშნებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა დაუბალანსებელი ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.