მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:00-დან 19:26 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, ხელმძღვანელებთან კონტაქტისა და საკუთარი პროექტების წარდგენისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის.
ჯანმრთელობა – გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. კარგი დღეა სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისთვის, ფილტვების და კუჭის სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და სახსრებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ყავისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი და ნეონის ფერები, ასევე აქატი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, ოპალი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.