LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

100
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის რეკომენდაცია – კარგი დღეა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმის დასაწყებად.

პარტნიორული ურთიერთობები – გამოიყენეთ მეტად იუმორი.

ჯანმრთელობა – შედეგიანია კუჭნაწლავის, ფილტვების და მკერდის მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები და მუხლების ზონა. აღნიშნულ არეებზე ოპერაციები ან სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღებას და სიმძიმეების აწევას.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ნეგატიურია ფინანსური ოპერაციებისთვის, ხელმძღვანელთან ურთიერთობისთვის, არ არის სასურველი ვაჭრობა, გაცვლითი ოპერაციები, ქორწინება, ახალი კავშირების დამყარება, ახალი თანამშრომლების მიღება სამსახურში. არ არის რეკომენდებული სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.

დღე სასიკეთოა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის, სარესტავრაციო სამუშაოებისთვის, მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, ხელს უწყობს ნადირობას, თევზაობას, კოლექციის შეგროვებას, მშენებლობას.

დღის მინერალები და ფერები – ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მარჯანი და მალაქიტი მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ხოლო ფერებიდან – ნაცრისფერი, მწვანე, ბეჟი, ყვითელი, ლურჯი ტონები გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება კუროს და კირჩხიბის ნიშნებზე.

შედარებით დაძაბული იქნება ლომის, სასწორის და მშვილდოსნის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ჯანმრთელობისა და სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების მხრივ საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები