LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3300
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება ძლიერ, მებრძოლ, შეუპოვარ და ინტუიციურ მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. ამავდროულად მთვარე გადის მშვილდოსნის ზოდიაქოში, რომელიც გამოირჩევა კომუნიკაბელურობით, ოპტიმიზმითა და გონებამახვილობით. ამ ზეგავლენის შედეგად, ეს თვისებები მეტად გამოვლინდება თითოეული ადამიანის ხასიათში.

დღის რეკომენდაციები – დღეს არ არის სასურველი თქვენი შესაძლებლობებისა და მატერიალური სიმდიდრის აფიშირება. მოერიდეთ ახალ საქმეების დაწყებას.

პარტნიორული ურთიერთობები – კარგად გააზრებული და გაანალიზებული სარისკო მოქმედებები ხელსაყრელი იქნება ბიზნესისა და ვაჭრობის სფეროში, თუმცა პარტნიორულ ურთიერთობებში მოერიდეთ ამპარტავნებას, სიამაყესა და დიქტატორულ ტონებს – ასეთი მიდგომა კამათს გამოიწვევს, თუმცა შემდგომი შერიგება სწრაფად მოხდება, თუ კომპრომისის გზას აირჩევთ.

ჯანმრთელობა – სიფრთხილე გმართებთ ჯანმრთელობის მხრივ, რადგან შესაძლებელია ძველმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ. მოერიდეთ ცივ საკვებსა და სასმელებს, რადგან ეს უარყოფითად იმოქმედებს ორგანიზმზე. დღეს კარგია სუნთქვითი ვარჯიშები, ფილტვებისა და ბრონქების მკურნალობა, მასაჟი და მსუბუქი ფიზიკური აქტივობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი და მენჯ-ბარძაყის არე, ამიტომ ამ ორგანოებთან დაკავშირებული ქირურგიული ჩარევა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშია რეკომენდებული.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია ტურისტული მოგზაურობებისთვის, ექსკურსიებისათვის, უცხოელებთან კონტაქტისა და თანამშრომლობისთვის, მათ შორის დიპლომატიურ დონეზე. წარმატებას მოიტანს სწავლა, იურიდიული საქმეების გადაწყვეტა, სპორტული აქტივობები და მოგზაურობები.

დღის მინერალები და ფერები – გამოიყენეთ ფირუზი, საფირონი, ქარვა და იაგუნდი – ისინი მოიზიდავენ თქვენს ცხოვრებაში დადებით ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შანსებს. ფერებიდან კი წითელი, ყვითელი, ცისფერი, ლურჯი და იისფერი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად მოქმედებს ვერძისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებზე, ხოლო შედარებით დაძაბულია კუროსა და თევზებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე ემოციური ფონის მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე ნეიტრალური, საშუალო წარმატების ტენდენციებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები