მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი დაიწყებს მოქმედებას ღამის პირველ საათზე და გაგრძელდება დღის 13:00 საათამდე. ამ დროს ადამიანებში მეტად სუსტდება ყურადღება, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.
ამავდროულად, დღე გეომაგნიტურია, რაც დამატებით დატვირთვას ქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა და დისკომფორტის სხვა გამოვლინებები. რეკომენდებულია წამლის პროფილაქტიკა, არტერიული წნევის კონტროლი, სტრესის თავიდან აცილება და შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება, რათა ნეგატიური გავლენა მინიმუმამდე შემცირდეს.
დღის რეკომენდაციები – მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით გზაში. პარტნიორულ ურთიერთობებში მოსალოდნელია ეჭვიანობის, უნდობლობის, სარკაზმის, წყენისა და სიჯიუტის გამოვლენა. დღეს მოერიდეთ ფიზიოთერაპიას, რენტგენს, ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღებას, ალკოჰოლურ სასმელებსა და ცხარე საკვებს.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქტიული სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებზე დღეს სასურველი არ არის, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.
დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის, თვითშემეცნებისათვის და საკუთარი კომპეტენციის გამოვლენისთვის. კარგია გეგმების დასახვის, მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარების, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისა და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის. არ არის სასურველი ახალი საქმის დაწყება, სამსახურში ახალი თანამშრომლის მიღება, მოგზაურობის დაწყება, საცხოვრებელი ბინის შეცვლა, სესხის აღება და ნოტარიული საბუთების გაფორმება.
დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან სასიკეთო ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ონიქსი და მარჯანი. ფერებიდან – ლურჯი, ცისფერი, წითელი, შავი და მწვანე გააძლიერებს თქვენს მიზიდულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია კირჩხიბისა და თხის რქისთვის. შედარებით დაძაბულია ვერძისა და მერწყულისთვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.