LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1019
მიხეილ ცაგარელი

სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება ქალწულისა და თევზების ზოდიაქალურ ღერძზე გააძლიერებს აგრესიას და დეპრესიას, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობას.

თავი შეიკავეთ ხელმძღვანელების კრიტიკისგან, რათა არ შეიქმნათ პრობლემები და უსიამოვნებები.

აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ ხისტ და უხეშ გამონათქვამებს, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტს გამოიწვევთ.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა და წვრილმანებს ჩაძიება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, ხელშეკრულებების და ფინანსური გარიგებების გაფორმება, ვაჭრობა და კომერცია, ფულის სესხება და ვალად აღება. 

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელის და ხორციანი კერძების მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ბრილიანტი, მთის ბროლი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები