LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3345
მიხეილ ცაგარელი

დაბრძენების დღეა! გამახვილდება ინტუიცია და შორსმჭვრეტელობის უნარი. მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევები.

მოერიდეთ ყვირილს და აგრესიის გამოვლენას.

თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

* პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ კამათს, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ პარტნიორთან საერთო ენის მოძიება.

* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის.

* ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებისთვის. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და ზღვის პროდუქტით. თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმელის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

* დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, კრემისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

* ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები