LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

2397
მიხეილ ცაგარელი

დღეს 17:55-დან 18:10 საათამდე იწყება მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი, რომლის დროსაც ადამიანებში მნიშვნელოვნად იკლებს ყურადღება. ეს შეიძლება გახდეს არასასურველი ტრავმების და ავარიების მიზეზი, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითებს.

დღე გეომაგნიტურია, რაც დამატებით პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. შესაძლოა გამოვლინდეს თავის ტკივილი, უგუნებობა და სხვა დისკომფორტული შეგრძნებები, ამიტომ სასურველია წნევის კონტროლი და სტრესის თავიდან აცილება.

დღეს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა – სიყვარულის, ხელოვნებისა და სილამაზის მმართველი პლანეტა ვენერა იწყებს გადაადგილებას ლომის ზოდიაქოში და დარჩება იქ 19 სექტემბრამდე. ამ გავლენის შედეგად გაძლიერდება პარტნიორული ურთიერთობების სიყვარული, ყურადღება და კეთილშობილება

დღის რეკომენდაციები – მთელი დღის განმავლობაში ყურადღებით ადევნეთ თვალი მოვლენათა განვითარებას – სიტუაცია შესაძლოა ნებისმიერ მხარეს, მოულოდნელად შეიცვალოს.

პარტნიორული ურთიერთობები – მიუხედავად ვენერას პოზიტიური გავლენისა, დღეს არ არის რეკომენდებული ახალი ნაცნობობის დაწყება, ქორწინება ან სარისკო ნაბიჯები პირად ურთიერთობებში. მოერიდეთ ემოციურ დაძაბულობას და გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღებას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ელენთა, ნაწლავთა სისტემა და კუჭქვეშა ჯირკვალი. სასურველია მსუბუქი კვება და ბიოლოგიური დანამატების შემცველი პროდუქტებისგან თავის არიდება. მოერიდეთ გადაღლას და დაიცავით ემოციური ბალანსი.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია საბუთების მოწესრიგებისთვის, დალაგება-დასუფთავებისა და ქიმწმენდისათვის. ხელს უწყობს კულინარიას და საფინანსო ოპერაციების ჩატარებას. არ არის რეკომენდებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, გამოცდების ჩაბარება და სარისკო მოქმედებები.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან დადებითად იმოქმედებს ყვითელი და მწვანე იასპი, ოპალი, მალაქიტი, აქატი და ონიქსი – მათი გამოყენება ხელს შეუწყობს სასიკეთო ენერგიების და შესაძლებლობების მოზიდვას. ფერებიდან კი ნაცრისფერი, ყვითელი, ბეჟი და ნარინჯისფერი გააძლიერებს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ქალწულისა და მორიელისათვის. შედარებით დაძაბულია მშვილდოსნისა და მერწყულისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები