LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

425
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 12:08 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა –  გაუკეთეთ პარტნიორს სიურპრიზი და გაახარეთ მოულოდნელი საჩუქრით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოსავლენად, ბინის შეცვლისა და სესხის აღებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისა და სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისთვის. გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზეულით და ციტრუსით. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი, ასევე ტოპაზი, ობსიდიანი, ლაზურიტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები