LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3709
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება ორგანიზებულ, პასუხისმგებლობით აღსავსე, ფრიად პრაგმატულ და შრომისუნარიან თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო მთვარე – მეტად ემოციურ, მგრძნობიარე, რომანტიულ და სენტიმენტალურ თევზებში. ეს ტენდენციები დღის განმავლობაში უფრო მეტად იჩენს თავს თითოეული ჩვენგანის ხასიათში.

დღის რეკომენდაცია – დღე კარგია შიშებისგან განთავისუფლებისთვის. დღეს და ხვალ ნუ განმარტოვდებით. ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს კარგად გააზრებული – ნუ იჩქარებთ და ეცადეთ შეინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე. მოიმატებს კრეატიულობა, ინტუიცია და ქველმოქმედებისადმი მიდრეკილება. მოერიდეთ ახალი მნიშვნელოვანი საქმის დაწყებასა და დაპირებების გაცემას. არ არის სასურველი საიდუმლო საქმეები და ფარული სასიყვარულო ურთიერთობები, რადგან საიდუმლო დღეს ადვილად გამჟღავნდება.

პარტნიორული ურთიერთობები – მეტად გამოიყენეთ იუმორი ურთიერთობების დასაბალანსებლად.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება მხედველობა, ტერფები, ნერვული და ლიმფური სისტემები. ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ პედიკურის გაკეთებას, ტერფების მასაჟს, ანალიზების ჩაბარებასა და ექოსკოპიას. არ არის სასურველი ალკოჰოლური სასმელების მიღება.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – კარგი დღეა კულინარიისა და ფოტოგრაფიისთვის. არ ვარგა დღეს ფეხსაცმლის ყიდვა ან ახალი ფეხსაცმლის ჩაცმა. შესაძლებელია დახმარების მიღება გავლენიანი ადამიანებისგან. არ არის სასურველი სესხის აღება ან გაცემა. დღე სასიკეთოა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, იურიდიული საქმეების მოსაგვარებლად, კაპიტალდაბანდებისთვის, უცხოელებთან კონტაქტებისთვის, ქორწინებისთვის, სპონსორების მოსაძიებლად, ნადირობისა და თევზაობისთვის. დღე ხელს უწყობს შემოქმედებით მუშაობას.

დღის მინერალები და ფერები – მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო იზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან განსაკუთრებით ხელსაყრელია ვერცხლისფერი, იისფერი, ფირუზისფერი, მწვანე-ფირუზისფერი და ლურჯი ტონები – ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ქალწულისა და მორიელის წარმომადგენლებზე. შედარებით დაძაბულია ვერძის, ტყუპებისა და მშვილდოსნის ნიშნებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები