LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

2271
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს მერწყულის, ფრიად თავისუფლების მოყვარე, მეტად მეგობრულ, ინტუიციურ ნიშანში იმყოფება. მთვარე ინაცვლებს მეტად აქტიურ, ოპტიმისტურ ნიშანში. ეს ზეგავლენა მეტად განავითარებს აღნიშნულ თვისებებს თითოეულ ჩვენგანში.

რთულ საკითხებში იხელმძღვანელეთ თქვენი გამოცდილებით, ინტუიციით.

ხასიათში გაღვივდება სულსწრაფობა, ეგოიზმი, მოიმატებს ენთუზიაზმი

მოიმატებს ინტერესი რელიგიის, პოლიტიკის და თავგადასავლებისადმი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – მოერიდეთ მშენებლობას, სისხლის გადასხმას, ყურის გახვრეტას.

დღე სასიკეთოა სულიერი, ინტელექტუალური განვითარებისთვის, სწავლისთვის, ექსკურსიებისთვის, ვარჯიშისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, მოლაპარაკებებისთვის, იურიდიული საქმეებისთვის, სასამართლოსთვის. კარგია უცხოეთში კაპიტალ დაბანდება.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი. დღეს ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებით, განსაკუთრებული აუცილებლობების გარდა, სასურველი არ არის.

ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, ლალი, ამეთვისტო, ბრილიანტი, ლაზურიტი, ეს ქვები მეტად მოიზიდავენ დადებით კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან გამოიყენეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ეს ტონები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, შედარებით დაძაბულია კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები