LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

6448
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია და ეს უკვე ზედიზედ მესამე გეომაგნიტური დღეა, რაც განსაკუთრებით მოქმედებს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ ჯანმრთელობას – განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან ნერვული სისტემის პრობლემები. ხანდაზმულებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის ეს დღე მეტ დაკვირვებასა და პროფილაქტიკას მოითხოვს. გააკონტროლეთ არტერიული წნევა და ეცადეთ ემოციური ფონის დაბალანსებას.

მიმართულებადაკარგული მთვარის მოკლე, თუმცა მწვავე პერიოდი იქნება 18:33-დან 18:55 საათამდე – ამ ინტერვალში ყურადღება საგრძნობლად ქვეითდება, რაც ზრდის ტრავმებისა და შეცდომების ალბათობას. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ მძღოლები და ქვეითები.

დღეს ეცადეთ ვალები და გადაუხდელი ანგარიშები დროულად მოაგვაროთ. მაღალია გაუგებრობების, ილუზიებისა და თვითმოტყუების ალბათობა. თქვენი გეგმები და მიზნები ჯობია ჯერ არ გაასაჯაროოთ – კონფიდენციალურობა სასარგებლოა.

პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები. შესაძლოა, შეიცვალოს დამოკიდებულება, ზოგჯერ კი გადამწყვეტი ნაბიჯებიც იყოს საჭირო. მოერიდეთ ემოციურ გადაჭარბებას, პროვოკაციებსა და კონფლიქტებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, სესხის აღება, ბინის შეცვლა ან ქორწინების დაგეგმვა. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს. დღე განსაკუთრებით წარმატებულია კულტურული და გასართობი აქტივობებისთვის, ასევე კარგია მშენებლობის დასაწყებად, ლატარიის ბილეთების შესაძენად ან ახალი სამსახურის დაწყებისთვის.

ჯანმრთელობა – დღეს შედეგიანია თვალების, ვენების და ნერვული სისტემის მკურნალობა. ამავე დროს, სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ხერხემალი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს, გადაღლას, ნერვიულობას, საუნასა და სოლარიუმს, სიმძიმეების აწევას.

დღის ფერები და მინერალები – დღეს პოზიტიურად იმოქმედებს ბრილიანტი, სერდოლიკი, ქარვა, მთის ბროლი და სარდიონი. დღის ენერგეტიკის გასაძლიერებლად გამოიყენეთ შემდეგი ფერები: წითელი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი და ნარინჯისფერი.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად წარიმართება ვერძის, ტყუპების, ლომისა და სასწორის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული იქნება თხის რქისა და თევზებისთვის – საჭირო იქნება მეტი სიფრთხილე და თვითკონტროლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები