LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

813
მიხეილ ცაგარელი

დღეს ახალმთვარეობაა – მზე და მთვარე ერთიანდებიან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, რაც ქმნის ძლიერ გეომაგნიტურ ველს. ეს ასტროლოგიური მოვლენა დღის განმავლობაში ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს, აღძრავს ემოციურ ფონს და განაპირობებს ხასიათში ცვალებადობას, აგრესიულ გამოვლინებებს, ცდუნებებს და მოტყუების ტენდენციებს.

დღეს თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ფულის სესხებას, გასესხებას, ან ყიდვა-გაყიდვას. საბუთებზე ხელმოწერამდე გულდასმით გადაამოწმეთ ყველა დეტალი – მაღალია ფინანსური შეცდომების ალბათობა.

სასურველია ლითონის ფული აჩვენოთ მთვარეს – ეს რიტუალი მომავალში ფინანსური ნაკადების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში მოერიდეთ ემოციური ფონის გამწვავებას. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი ემოციები. ზედმეტმა ზრუნვამ შესაძლოა კონფლიქტიც გამოიწვიოს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე ნაკლებად ხელსაყრელია ქორწინებისთვის, სახლის მშენებლობის დაწყებისთვის, საცხოვრებელი ადგილის ან ბინის შეცვლისთვის, ასევე დაპირებების გასაცემად. არ დაიწყოთ ახალი საქმე.

დღე კარგია საოჯახო და სანათესავო ურთიერთობების გასაძლიერებლად, ფოტოგრაფიისთვის, ხალხური ხელოვნების ნიმუშების შესაძენად და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენისთვის. ასევე შეგიძლიათ ჩაერთოთ კულტურულ გასართობ აქტივობებში.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება კუჭის ზონა, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. ყურადღება მიაქციეთ საკვების და სასმლის ხარისხს. თავი შეიკავეთ მავნე ჩვევებისგან და უძილობისგან. ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა ჯანმრთელობის დროებითი გაუარესების წინაშეც აღმოჩნდეს – არ გაუშვათ ეს სიმპტომები უყურადღებოდ. ილოცეთ და დალოცეთ თქვენთან მყოფი ადამიანები – ეს ენერგეტიკულად დადებითად იმოქმედებს როგორც თქვენს შინაგან მდგომარეობაზე, ისე ურთიერთობებზე.

დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან დადებით ენერგიას იზიდავს ზურმუხტი, ამეთვისტო, გიშერი და აქატი. დღის ფერებია თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი, ბეჟი და კრემისფერი – სცადეთ თქვენს ჩაცმულობაში ან ინტერიერში გამოიყენოთ ეს ტონალობები.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე იღბლიანია კირჩხიბისა და თხის რქისთვის. შედარებით სიფრთხილე მართებთ ვერძისა და სასწორის ნიშნებს. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია და წარმატების შანსი საშუალო დონეზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები