დიდი კოსმიური მასწავლებლის – პლანეტა სატურნის 2 სექტემბრამდე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთი მხრივ, ენერგიულობას და შეუპოვრობას, ოპტიმიზმს და შემართებას, მეორე მხრივ, ეგოიზმს და სულსწრაფობას, დიქტატურისკენ მიდრეკილებას და სხვებით მანიპულირების სურვილს გააძლიერებს.
არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რადგან მაღალია კონფლიქტების ალბათობა.
არ ღირს სხვათა განკითხვა და გაკიცხვა, უმჯობესია ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი ქცევა და მოქმედება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი კონტაქტების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, კოსმეტიკისა და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეძენისთვის.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმელის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – ყავისფერი, კრემისფერი, ტერაკოტისფერი, ყვითელი და მწვანე, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარგალიტი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – გაითვალისწინეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი სირთულეების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.