LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1252
მიხეილ ცაგარელი

ენერგეტიკულად მეტად მძიმე დღეა, რადგან სავსემთვარეობა მთვარის დაბნელებას ემთხვევა. მზის და მთვარის დაპირისპირება სასწორი-ვერძის ზოდიაქალურ ღერძზე ერთგვარი მომასწავებელი გახდება დაბნელების დერეფნისა, რომელიც მთელი ორი კვირა გაგრძელდება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და თავშეკავება, რადგან ერთი-ორად გაძლიერდება შური და ბოღმა, აგრესია და გაღიზიანება, მიდრეკილება დეპრესიისა და ნეგატიური ფიქრებისადმი. მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა. ეცადეთ არ აჰყვეთ ემოციებს, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და სულიერი წონასწორობა.

თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისა და ახალი ნივთების შეძენისგან, რადგან ნებისმიერი საქმე მარცხით დასრულდება, შენაძენი კი, უსარგებლო აღმოჩნდება.

კარგი დღეა პატიებისთვის, ძველი წყენის დავიწყებისა და ახლობლებთან შერიგებისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ფულის სესხება და ვალად აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან, ხორციანი კერძების და ალერგიული პროდუქტის მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თირკმელებს, ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე გიშერი, ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, ქალწულს, მორიელს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები