LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2578
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე შეუპოვარი და მიზანდასახული ვერძის, მთვარე კი, გულღია და მეგობრული მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას.

მოერიდეთ ფორიაქს და ზედმეტ ლაპარაკს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი სიმართლის მტკიცება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ფეხზე დიდხანს დგომას, უმჯობესია იაროთ, ვიდრე იდგეთ ერთ ადგილას. თავი შეიკავეთ ცხარე, მარილიანი და შებოლილი პროდუქტის მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, ცირკონი, აკვამარინი, ძოწი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები