LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1670
მიხეილ ცაგარელი

მზე კვლავ იმყოფება მებრძოლი, უშიშარი და ორგანიზებული მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. ამავდროულად მთვარე გადის მშვილდოსნის ზოდიაქოში, რომელიც ხასიათდება ოპტიმიზმით, კომუნიკაბელურობით და აქტიურობით. ამ ზეგავლენის შედეგად, ეს თვისებები მეტად გამოვლინდება თითოეული ადამიანის ხასიათში.

დღის რეკომენდაცია – დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ თვითმოტყუების მიმართ – რეალობის არასწორად აღქმის ალბათობა მაღალია, ამიტომ აუცილებელია, რომ თქვენი მიზნები და სურვილები კარგად გააცნობიეროთ. კარგი იქნება, თუ საყვარელ ადამიანს დღეს მცირე სიურპრიზს ან საჩუქარს მიუძღვნით – ეს გაამყარებს ურთიერთობებსა და ემოციურ ბალანსს.

ჯანმრთელობა – დღე ხელსაყრელია სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, ფილტვების, ბრონქების და ხელების მკურნალობისთვის. ასევე კარგია მასაჟი და მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და მენჯ-ბარძაყის არე.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე სასიკეთოა ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის საკითხების შესასწავლად, ხელს უწყობს მგზავრობას, უცხოელებთან კონტაქტებსა და თანამშრომლობას, მათ შორის დიპლომატიურ დონეზეც. ასევე ხელსაყრელია უცხოეთში ინვესტიციების განხორციელება, ექსკურსიები, ტურისტული ლაშქრობები, სპორტული ვარჯიშები და სპორტული აღჭურვილობის შეძენა. კარგი დროა სწავლისთვის, მოლაპარაკებებისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, სარდიონი, ბრილიანტი, ლაზურიტი და ლალი – ისინი მოიზიდავენ დადებით ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან კი წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი და ლურჯი ტონები გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშანი – დღე პოზიტიურად იმოქმედებს ტყუპებისა და ლომის ზოდიაქოს ნიშნებზე, ხოლო შედარებით დაძაბული იქნება მორიელისა და თხის რქისთვის, რომლებიც უნდა მოერიდონ ემოციურ გადატვირთვას. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშანთათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები