დღეიდან დედამიწა შედის უფრო სასიკეთო ენერგოველში, რის გამოც წარმატების შანსები მატულობს. მზე სასწორის ზოდიაქოში ავითარებს დიპლომატიას, მშვიდობიანობას, სამართლიანობას და კომპრომისების უნარს, ხოლო მთვარე მორიელში აძლიერებს მებრძოლ სულისკვეთებას, უშიშარ ხასიათს, ორგანიზატორულ უნარებს და ინტუიციას. სწორედ ამ თვისებებზე დაყრდნობილი მოქმედება იქნება დღეს შედეგიანი. სასურველია მეტი მოძრაობა, ხოლო ახალი საქმის დაწყება, მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება არასასურველია.
პარტნიორული ურთიერთობები – ზედაპირული მსჯელობა შეიძლება წყენის მიზეზი გახდეს. მოერიდეთ დაძაბულობას, გაუფრთხილდით პარტნიორთან ურთიერთობაში ჰარმონიას და ეცადეთ, ზედმეტი კონფლიქტი არ გამოიწვიოთ.
ჯანმრთელობა – საკვებ რაციონში სასარგებლოა ხილი, ბოსტნეული და მჭლე ხორცი – ეს გააძლიერებს იმუნიტეტს. განსაკუთრებით ეფექტურია ყელის, ყურ-ცხვირის, ენდოკრინული სისტემისა და ზედა სასუნთქი გზების მკურნალობა. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქტიული სისტემა. ოპერაციები ამ ორგანოებზე დღეს რეკომენდებული არ არის, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. მოერიდეთ რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს, ფიზიოთერაპიასა და ალკოჰოლის მიღებას.
დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან დადებით ენერგიას მოიზიდავს ოპალი, ტოპაზი, ქრიზოპრაზი და მარჯანი. ფერებიდან – წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი გააძლიერებს მიზიდულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე ხელსაყრელია ქალწულისთვის და თევზებისთვის. შედარებით დაძაბულია ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.