LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

2110
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 07:29-დან 10:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოქმედებისა და საქმიანობის მმართველი პლანეტის – მარსის დირექტულობა საგრძნობლად გაამარტივებს საქმეების წარმოებას და გადადებული პროექტების დასრულებას, მოლაპარაკებების გამართვას და გაუქმებული ხელშეკრულებების აღდგენას.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა პარტნიორთან გულწრფელი საუბრისა და საკამათო საკითხების გადაწყვეტისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების შესრულებისთვის, ბინის შეცვლისა და სესხის აღებისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ბრინჯით და წიწიბურათი. მოერიდეთ ფეხზე დიდხანს დგომას, უმჯობესია იაროთ, ვიდრე ერთ ადგილას იდგეთ. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნეონის ფერები, ასევე აკვამარინი, საფირონი, ცირკონი, ციტრინი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები