LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

2395
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ ფარულად მოქმედებას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამჟღავნდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან ურთიერთგაგების შემცირების ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ მათთან საერთო ენის გამონახვა.

* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის, გამოფენებისა და პრეზენტაციების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება.

* ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს.

* დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ლაბრადორი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

* ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თევზებს და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები