მზე ამჟამად იმყოფება ქალწულის ფრიად ორგანიზებულ, დისციპლინირებულ, შრომისმოყვარე, ნებისყოფიან და პრაგმატულ ნიშანში, ხოლო მთვარე – სასწორში, რომელიც გამოირჩევა სილამაზის ფაქტორის გაძლიერებული აღქმითა და სამართლიანობით. ამ ზეგავლენის შედეგად, დღის განმავლობაში ეს თვისებები მეტად გამოიკვეთება თითოეული ადამიანის ხასიათში.
დღის რეკომენდაციები – დღეს ყურადღებით დააკვირდით მოვლენათა მსვლელობას – მათი მოულოდნელი ცვლილების ტენდენცია საკმაოდ მაღალია. რეკომენდებულია კარგად გამოძინება როგორც დღეს, ისე ხვალ.
სასიკეთოა კბილების, სისხლძარღვებისა და სმენის ორგანოების მკურნალობა, ასევე კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. არ არის რეკომენდებული ამ დღეს ავტომობილის ყიდვა-გაყიდვა.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები და კანის არე. სასურველია ალერგენებისა და ზედმეტი სითხისგან თავის არიდება.
მოერიდეთ ზედმეტი სითხის მიღებას, მარილიან კერძებს, თხილს, თაფლსა და სხვა ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე დადებითად მოქმედებს სიყვარულზე, ქორწინებაზე, შემოქმედებით თანამშრომლობაზე და მყუდრო კონტაქტებზე. ხელს უწყობს პარტნიორულ თანამშრომლობას, დიზაინსა და არქიტექტურას. ასევე კარგი დროა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, ხელოვნების ნიმუშებისა და ავეჯის შესაძენად. დღის ენერგია ხელსაყრელია საიუბილეო საღამოების, ექიმებთან კონსულტაციისა და მკურნალობის დაწყებისათვის.
დღე პოზიტიურია სწრაფად შესასრულებელი საქმეებისათვის, შემოქმედებითი მუშაობისათვის, ოჯახური ზეიმებისა და ოფიციალური ცერემონიებისათვის. ნეგატიური ტენდენციებია – ალერგიის პროვოცირება, არასასურველი შედეგები ავტომობილის ყიდვა-გაყიდვასთან ან რისკიან ფინანსურ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასიკეთო ზეგავლენას ახდენს ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ქარვა. ფერებიდან კი ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე, ნარინჯისფერი და ნაცრისფერი გაზრდის მიზიდულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია ვერძის, ლომის და სასწორისათვის. შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზებისათვის.