დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის, მთვარე კი შეუპოვარი და მიზანდასახული მორიელის ზოდიაქოს ნისანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
მოერიდეთ ამპარტავნობას, ზედმეტ ტრაბახს და მოჭარბებული ამბიციების გამოვლენას, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფებს გააღიზიანებთ.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა და პარტნიორზე გაბრაზება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, ახალი საქმის დაწყებისა და სამსახურში ახალი თანამშრომლების მისაღებად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისთვის, კოსმეტიკური და სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისთვის, მოერიდეთ რენტგენს და სხივურ თერაპიას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი და შავი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და ლომს.