LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3479
მიხეილ ცაგარელი

დღის რეკომენდაცია – დღე ხელსაყრელია ძველი გეგმების, სურვილებისა და ვალდებულებებისგან გათავისუფლებისთვის. სასიკეთოა დალაგება და დასუფთავება, მუსიკალური აპარატურისა და ხელოვნების ნიმუშების შეძენა, ასევე საქველმოქმედო საქმიანობა. მოერიდეთ საიდუმლო მოქმედებებსა და ფარულ სასიყვარულო ურთიერთობებს, რადგან დღეს საიდუმლო ადვილად გამჟღავნდება და შესაძლოა არასასურველი პრობლემებისა და უსიამოვნებების მიზეზი გახდეს. ნუ გასცემთ დაპირებებს.

პარტნიორული ურთიერთობები – ნებისმიერ საკითხს პრაქტიკულად მიუდექით. სასურველია საერთო საქმის მოფიქრება, რაც ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ტერფები, მხედველობა, ნერვული და ლიმფური სისტემები. ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევები რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ ტერფების მასაჟს, პედიკურის გაკეთებას, ანალიზებს, ექოსკოპიასა და ალკოჰოლური სასმელების მიღებას.

საკვებ რაციონში სასურველია მაწონი, კარაქი, კვერცხი, ნიგოზი, თაფლი და ზღვის პროდუქტები, რაც გააძლიერებს იმუნიტეტს და სასიკეთოდ იმოქმედებს ორგანიზმზე.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – არ არის სასურველი ახალი ფეხსაცმლის შეძენა ან ჩაცმა. თავი აარიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, სესხის აღებასა და გაცემას. დღე სასიკეთოა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, იურიდიული საქმეების მოსაგვარებლად. ხელს უწყობს კაპიტალდაბანდებას, ქორწინებას, ნადირობასა და თევზაობას, ასევე კარგია კულინარიისა და ფოტოგრაფიისთვის.

დღის მინერალები და ფერები – მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან განსაკუთრებით ხელსაყრელია იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე-ფირუზისფერი და ლურჯი ტონები – ისინი გაზრდიან თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების წარმომადგენლებზე. შედარებით დაძაბულია ლომის, სასწორისა და მერწყულის ნიშნებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები