LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

744
მიხეილ ცაგარელი

წარმატებული დღეა, მთავარია მოერიდოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას, ავანტურულ მოქმედებებს და ნებისმიერ ჩანაფიქრს სწრაფად განახორციელებთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, ახალი პროექტების დასაწყებად და ძველი საქმეების დასასრულებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ახალი ნაცნობების შესაძენად და სასიყვარულო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას ცომეულით, ტკბილეულით და ცხიმიანი საკვებით, თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმელის მიღებისგან. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად და მავნე ჩვევების დასამარცხებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ყავისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით კუროს, კირჩხიბს და თევზებს, უსიამოვნებების დაძლევა მოუწევთ ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები