LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

678
მიხეილ ცაგარელი

მიმდინარე დღე, ისევე როგორც წინა ორი, გეომაგნიტურია და კვლავ საჭიროებს მაქსიმალურ ყურადღებას ჯანმრთელობის კუთხით. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აწუხებს წნევა, გულისა და სისხლძარღვების დაავადებები ან თავის ტკივილი – რეკომენდებულია პროფილაქტიკური წამლების მიღება და ორგანიზმის დასვენება. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას და მოერიდეთ სტრესს.

დღის მნიშვნელოვანი ფაზაა მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი, რომელიც იწყება 15:00 საათზე და გრძელდება თითქმის შუაღამემდე – 23:57 საათამდე. ამ პერიოდში საგრძნობლად ქვეითდება ყურადღება და იმატებს ტრავმებისა და ავარიების რისკი, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითებისგან.

ხასიათში შეიძლება გამოიკვეთოს აგრესიულობა, სიჯიუტე, ამპარტავნება, ეგოიზმი და უყურადღებო ქცევები. ასევე იზრდება შეცდომების დაშვების და კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა. მნიშვნელოვანია უარყოფით ემოციებს არ აჰყვეთ და ცივ გონებაზე შეაფასოთ ყველა გადაწყვეტილება.

ჯანმრთელობა – სასარგებლოა თვალების და ვენების მკურნალობა, თუმცა კვლავ აქტუალურია გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ხერხემლის დაცვის საჭიროება. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, სიმძიმეების აწევას, საუნასა და სოლარიუმს – ენერგეტიკული ველი სუსტია და ორგანიზმი მარტივად გადაიღლება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე ხელს უწყობს სწავლის პროცესს, სარემონტო სამუშაოებს, გავლენიან ადამიანებთან კონტაქტებს და ახალი სამსახურის დაწყებას. ასევე კარგი დროა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. დღეს უარყოფითად აისახება ფინანსური გარიგებები, ხელშეკრულებების გაფორმება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ქორწინების დაგეგმვა. ახალი იდეების რეალიზაციაც სჯობს გადადოთ.

დღის ფერები და მინერალები – დღის ენერგეტიკის გასაძლიერებლად სასარგებლოა შემდეგი მინერალები: ბრილიანტი, სარდიონი, მთის ბროლი, ქარვა და სერდოლიკი. ფერებიდან თქვენს ბუნებრივ შარმს გააძლიერებს – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი და ნარინჯისფერი.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით წარმატებულია მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული იქნება კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელისთვის. ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები