LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

904
მიხეილ ცაგარელი

დღეს მზე და მთვარე ერთდროულად იმყოფებიან კირჩხიბის ემოციურ, მგრძნობიარე, რომანტიკულ და ინტუიციურ ზოდიაქოს ნიშანში. ეს ენერგია კიდევ უფრო გააძლიერებს ოჯახური ფასეულობების, ტრადიციების და ახლობლებთან სულიერი კავშირის მნიშვნელობას.

გუშინდელი ახალმთვარეობის შემდეგ დღევანდელი დღე შეიძლება აღვიქვათ როგორც ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი. ამავე დროს, გონებისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური დღეიდან 2 სექტემბრამდე გადაადგილდება ლომის ნიშანში. ეს პოზიცია ადამიანებში გააძლიერებს გონებამახვილობას, ლიდერულ და ორგანიზატორულ უნარებს, უშიშრობას, კომუნიკაბელურობას.

თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მისი ნეგატიური მხარეებიც: სიზარმაცე, გონებრივი მოდუნება, სიჯიუტე, ეგოიზმი, ძალაუფლებისადმი გადაჭარბებული ლტოლვა, დიქტატორული ტენდენციები და ფინანსური უყაირათობა.

პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორულ ურთიერთობებში მოსალოდნელია ემოციური სენსიტიურობა, ხასიათის ცვალებადობა და მგრძნობიარე რეაქციები.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება კუჭის, მკერდის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ზონა. ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხს და გადამეტებულ ემოციურ რეაქციებს, რადგან ისინი ფიზიკურ მდგომარეობაზეც აისახება. დღე სასიკეთოა კბილების, ხერხემლის, ძვლების, ხელების, სახსრებისა და მუხლების სამკურნალოდ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დადებითი დღეა კულინარიული საქმიანობისთვის, საოჯახო და სანათესავო ურთიერთობების გასაძლიერებლად, ასევე შინაური ცხოველების შესაძენად. თავი შეიკავეთ უჩვეულო ან ფინანსურად სარისკო მოქმედებებისგან. არ არის სასურველი ქორწინება, ბინის შეცვლა, სესხის აღება ან დაპირებების გაცემა. მოერიდეთ ახალი მშენებლობის დაწყებასაც.

მინერალები და ფერები – დღეს დადებით კოსმოსურ ენერგიას მიიზიდავენ შემდეგი მინერალები: აქატი, ზურმუხტი, მარგალიტი, ამეთვისტო და ოპალი. ტანსაცმელში უპირატესობა მიანიჭეთ თეთრ, ცისფერ, იისფერ და მწვანე ტონებს – თუნდაც მხოლოდ მცირე დეტალებით.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე იღბლიანია კუროს, ქალწულის, მორიელის და თევზების ნიშანთათვის. შედარებით დაძაბულია ლომის, მშვილდოსნის და მერწყულის ნიშნის წარმომადგენელთათვის. დანარჩენი ნიშნებისთვის – დღე ნეიტრალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები